|
2020-06-21 14:24:34, 1420 ნახვა
პოლიტიკა
გია გაჩეჩილაძე - ეს რეფორმა, რომელიც ახლა ტარდება, არის გარდამავალი საფეხური მომავალი დემოკრატიზაციისათვის
„სახელმწიფოებრივი მიდგომა თუ გვაქვს, აქედან გამომდინარე უნდა ვთქვათ, რომ ეს ცვლილებები, რომელიც შემოტანილია, არის საფეხური მომავალი საპარლამენტო რესპუბლიკის მთლიანად ჩამოყალიბებისთვის, რომელიც არის სტაბილურობის და დემოკრატიის ყველაზე მაღალი რანგი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნება" - მწვანეების სახელით გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების განხილვისას განაცხადა. გია გაჩეჩილაძის თქმით, „საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ისტორია გვიჩვენებს, რომ საქართველოში დღემდე კიდევ ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური სისტემა და 2024 წელს, როცა ჩვენ მივალთ სუფთა პროპორციულ სისტემაზე, მაშინ ძირითადი საკითხი იქნება პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და მათი იდეოლოგია, რადგან სუფთა პოლიტიკური საპარლამენტო რესპუბლიკა დგას პარტიულ სისტემებზე. ამიტომ, ეს რეფორმა, რომელიც ახლა ტარდება არის გარდამავალი საფეხური მომავალი დემოკრატიზაციისათვის, უფრო ძლიერი დემოკრატიზაციისათვის საქართველოში და იმ პოლტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც ასე აუცილებელია ქვეყნისათვის და რომელიც ვერ ჩამოყალიბდა ამდენი წლის განმავლობაში". მან ასევე აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ამ არჩევნებში იქნება 1%-იანი ბარიერი და ყველა პარტიას ენქება საშუალება, რომ ეს 1%-იანი ბარიერი, თუ აქვს შესაბამისი პოტენციალი, გადალახოს. სულ რაღაც 5000 ხელმოწერა იქნება შესაგროვებელი, იქნება ბლოკების საშუალება. ანუ, ეს ცვლილებები იძლევა საშუალებას, რომ პოლიტიკური სისტემები უფრო გამართული იყოს და მომავალ პარლამენტში იყოს წარმოდგენილი მრავალპარტიული სისტემა, რაც დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ხდება პირველად საქართველოში. „მე კარგად მახსოვს ის მცდელობები სხვადასხვა ხელისუფლების დროს, რომ გაენადგურებინათ ყველა პოლიტიკური პარტია გარშემო. ამის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია როდესაც 1999 წელს მიხეილ სააკაშვილმა 7%-იანი ბარიერი შემოაღებინა მაშინდელ მოქალაქეთა კავშირს. მისი ინიციატივა იყო და სწორედ ამის შედეგი იყო ის უბედურებები, რომელიც დატრიალდა საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები ძალიან საინტერესოა ქვეყნის მომავალი დემოკრატიზაციისათვი, ჩვენი ევროპული გზის მკვეთრი განსაზღვრისათვის და სტაბილურობისათვის, რაც მნიშვნელოვანია", -განაცხადა დეპუტატმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩეველს, რომ ყველაფერი არის ხალხზე დამოკიდებული. „ვისაც ახლა 2020 წელს ამ არჩევნებში ხალხი დაუჭერს მხარს პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმათ ექნებათ შანსი, რომ შემდეგ 2024 წელს ჩამოაყალიბონ ის საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელმაც სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი", -განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)