|
2020-06-20 19:58:51, 1797 ნახვა
კომენტარი
დიღმელაშვილი - გახარიამ, შს მინისტრად ყოფნისას, მის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული რაზმები ვერ გააკონტროლა
სამოქალაქო აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შს მინისტრად ყოფნისას, მის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული რაზმები ვერ გააკონტროლა. მანვე აღნიშნა, რომ დღეს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვთ მოძალადეებს და გადაცხრილული მოქალაქეები არიან სტატუსის გარეშე. „ჩვენი მესამე მოთხოვნა, გახარიას გადადგომა რაც იყო, იმ ადამიანის, რომელიც უფრო დიდ პრობლემად მიიჩნევს, რომ სპონტანური დეცენტრალიზებული აქციის თითოეული წევრის აგრესია ვერ გაკონტროლდა, მაგრამ პრობლემად არ მიიჩნევს იმას, რომ მკაცრად სუბორდინირებული მის ქვეშ მყოფი შეიარაღებული რაზმების თითოეული საქციელი ვერ გაკონტროლდა და ახლა დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვთ მოძალადეებს და გადაცხრილული მოქალაქეები არიან სტატუსის გარეშე. თითქოს აქ არაფერი მომხდარიყო, თითქოს აქ მათი სისხლი არ დაღვრილა. აი ამასაც ბოლომდე მივიყვანთ და ამასაც არ გაპატიებთ, თუ მაშინ არ გადადექით ეს თქვენი გადადგომა არჩევნებით გაფორმდება უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)