|
2020-06-20 17:31:09, 1464 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა პირად მცველთა სპეციალური კურსი დაასრულეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. პროგრამა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტთან კოორდინირებულად მომზადდა. კურსი დღეს საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. მსმენელებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. ტრენინგის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა უმაღლეს პირთა დაცვის ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში საჭირო ინფორმაცია მიიღეს, პირადი მცველის პროფესიული უნარები განავითარეს და პრაქტიკული მეცადინეობები შეასრულეს. ისინი ინდივიდუალური მცველის პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებსაც გაეცნენ. კურსის ფარგლებში მსმენელები დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით, ავტომობილისა და ოთახების დათვალიერების ტექნიკას დაეუფლნენ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)