21:25 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 21:25:31, 1309 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - თუ ოპოზიცია იმოქმედებს ელჩების მოწოდების შესაბამისად, ეს მათთვის უკეთესი იქნება

თუ ოპოზიცია იმოქმედებს ელჩების მოწოდების შესაბამისად, ეს მათთვის  უკეთესი იქნება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორები მართველი გუნდია და ისინი ამ ცვლილებებს მხარს უჭერენ.

„თუ ისინი იმოქმედებენ ელჩების მოწოდების შესაბამისად, მათ მიერ ხელშეკრულებით აღებული პასუხისმგებლობის შესაბამისად, ეს მათთვის იქნება უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც გავა, მაგრამ მათ მიადგებათ დამატებითი, კიდევ ერთი რეპუტაციული ზიანი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ელჩებს არა მხოლოდ მათი როლისთვის ამ შეთანხმების ხელმოწერაში, არამედ დღევანდელი განცხადებისთვისაც. დღევანდელი განცხადებით ელჩებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას და თქვენ იცით, რომ ჩვენ ისედაც ვუჭერთ მხარს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენ ვართ ამ ცვლილებების ინიციატორი, მათ მოუწოდეს შესაბამისად იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ჩაერთონ საპარლამენტო განხილვაში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics