16:45 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 12:51:10, 1268 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა პეგადგოგებს ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ედუარდ გოგრაჭაძეთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე შუახევის მერი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას, დისტანციურ სწავლების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოწვევებს გაეცნო.

როგორც აღინიშნა, ამ გამოწვევას, მუნიციპალიტეტის სასწავლო დაწესებულებებმა ღირსეულად უპასუხეს და აქტიურად იყენებდნენ დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლეს მაქსიმალური წვდომა ჰქონდა ტელესკოლასთან.

,, COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახს მიღმა დარჩნენ, პედაგოგებმა შეძელით მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესი შეგენარჩუნებინათ, პანდემიის პერიოდში სასწავლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დაძლიეთ და ეს სემესტრი შედგა. დისტანციური სწავლების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი შრომისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ წარმატებები თქვენს მომავალ საქმიანობაში. გპირდებით ჩემს მაქსიმალურ მხარდაჭერას, თუკი ამის საჭიროება გექნებათ. ასევე, მადლობა მშობლებს, დისტანციური სწავლების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics