|
2020-06-17 10:29:01, 18436 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმომ კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში „დექსამეტაზონით“ მკურნალობის შესახებ კვლევას სამეცნიერო გარღვევა უწოდა
ჯანმომ კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში „დექსამეტაზონით“ მკურნალობის შესახებ კვლევას „სამეცნიერო გარღვევა“ უწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ19-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში „დექსამეტაზონის“ გამოყენებას მიესალმება. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიესალმება დიდი ბრიტანეთის მეცნიერთა კვლევის შედეგებს, რომელიც აჩვენებს, რომ „დექსამეტაზონი“ კოვიდინფიცირებულ მძიმე პაციენტებში სიკვდილიანიობას ამცირებ . ვენტილატორებზე მყოფი პაციენტებისთვის მკურნალობა აჩვენა, რომ სიკვდილიანობა დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდება, ხოლო პაციენტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ჟანგბადს მოითხოვენ, სიკვდილიანობა დაახლოებით ერთი მეხუთედით შემცირდა“, - ვკითხულობთ ჯანმოს განცხადებაში. ჯანმოს გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეიუსუსი დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტსა, ბრიტანელ ექიმებსა და პაციენტებს, რომლებმაც ამ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს, ულოცავს ამ მიღწევას. ჯანმო-ში აცხადებენ, რომ განახლდება კლინიკური მითითებები, სადაც იქნება მითითებული თუ როგორ და როდის უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი COVID-19–ით ინფიცირებულ პაციენტებში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)