|
2020-06-16 15:47:38, 1368 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა, გოგი მეშველიანმა და თამაზ ჟორჟოლიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მოინახულეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და საკრებულოს თავმჯდომარეთ თამაზ ჟორჟოლიანმა სოფლებში: რატევანი, ქვეში და ძველი ქვეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს. სოფელ რატევანში შიდა საავტომობილო გზა ეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1 550 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრეები მოეწყობა. პროექტის ღირებულება ღირებულება 766 994 ლარია. აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება. სამუშაოებისთვის 595 000 ლარია გამოყოფილი. სოფელ ძველ ქვეშში კი 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა მოეწყობა, მისი ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს. სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება. „დღეს მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოვინახულე. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურა განასაკუთრებით პრიორიტეტულია, წელს ამ მიმართულებით 10 პროექტი ხორციელდება, რომელთა სრული ღირებულება 6 000 000 ლარს შეადგენს. ვცდილობთ გზები განსაკუთრებით ჩვენს სოფლებში მოვაწესრიგოთ, რათა მოსახლეობამ თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი გზით ისარგებლოს. პანდემიის პირობებში დიდ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოებას, ამიტომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციით ხორციელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)