|
2020-06-12 10:53:55, 2190 ნახვა
პოლიტიკა
ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ერთმანეთს COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს
ფინანსთა სამინისიტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა. მხარეებმა ერთმანეთს COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. ლევან კაკავამ ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნებს შორის თანმშრომლობის, ასევე სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახური აქტიურად არის ჩართული მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების აღსრულების პროცესში. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას შეფერხება არ შექმნია. ,,შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ეფექტურად მიმდინარეობს კონტროლის აღსრულების პროცედურები. დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს. პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო გავამარტივეთ საბაჟო კონტროლის შეზღუდვები, რათა სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს ტვირთების გადაადგილება“, - აღნიშნა ლევან კაკავამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თურქეთ-ირანის საბაჟო გამშვები პუნქტის დროებით დახურვის გამო, შუა აზიაში მიმავალი სატვირთო ავტოტრანსპორტი საქართველოს გავლით მოძრაობდა. ,,მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილება საგრძნობლად არის მომატებული. თურქეთ-ირანის საბაჟო გამშვები პუნქტის დროებით დახურვის გამო, შუა აზიის მიმართულებით გადაადგილება საბაჟო გამშვები პუქტის ,,კარწახის“ გავლით ხდებოდა, შესაბამისად გასულ წელთან შედარებით ტრანზიტული გადაზიდვები გაზრდილია“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა თურქეთის მხარეს მჭიდრო თანმშრომლობისთვის და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყოველი ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებისთვის. ვიდეოკონფერენციას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდნენ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)