|
2020-06-11 12:33:41, 13810 ნახვა
ომი უკრაინაში
წულუკიანი - შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა თბილისში ვირუსის გადადების უცნობი წყაროები გააჩინა
„შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა კოვიდთან დაკავშირებით გააჩინა თბილისში ვირუსის გადადების წყაროები, რომელთა მოძებნაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს საგანგაშოა, ამიტომ ის საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული წესები. „როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ჩვენ გვითხრა არის საკმაოდ საგანგაშო პირველი ნიშნები იმისა, რომ შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა კოვიდთან დაკავშირებით გააჩინა თბილისში ვირუსის გადადების წყაროები, რომელთა მოძებნაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ეს არის საგანგაშო და ამიტომაც გვინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ, რომ დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერაა დადგენილი“, - განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)