|
2020-06-09 14:45:59, 2063 ნახვა
კომენტარი
იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის ჩვენს მოქალაქეებს, კომპენსაციების სახით, უკვე 2 მლნ. ევრო აქვს გადახდილი
„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის ჩვენს მოქალაქეებს, კომპენსაციების სახით, უკვე 2 მლნ. ევრო აქვს გადახდილი", - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგში საქართველოდან საქმეების გადინება 80%-ით არის შემცირებული. მონაცემების მიხედვით, 2009 წელს სტრასბურგში გაგზავნილი იყო 20122 საქმე, ხოლო 20016 წლის მაგალითით კი, მხოლოდ 74 საქმე. „ეს მასშტაბები და ეს ცვლილებები, ყველაზე კარგად ასახავს იმ რეალობას, რა იყო და რა არის. ჩვენთვის ესეც არ არის საკმარისი, რადგან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი ბერკეტები და გარანტიები შევქმნათ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. მისი განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს უშუალოდ, „ნაციონალურ მოძრაობა" 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული. მისივე თქმით, თუ ამას დაემატება ის საქმეები, რომლის წარმოება 2003 წლამდე არის დაწყებული და 2012 წელს არის დასრულებული - მაშინ 87-მდე ავა ასეთი საქმეები. „ამ შეფასებების დროს კარგად ჩანს ის ორმაგი სტანდარტი, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. გავიხსენებ მათ ისტერიას თუნდაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, როდესაც მათთვის არასასურველი და ამავე დროს სამართლიანი შედეგი დადგა - როგორ ლანძღავდნენ სტრასბურგის სასამართლოს და მის მოსამართლეებს, რომელთან პუტინისგან მართულებს უწოდებდნენ. ის ადამიანები, ვინც თითქოს პროდასავლურობას ქადაგებენ და რომელთაც თითქოს პროდასავლურ ძალად უნდათ საკუთარი თავი წარმოადგინონ, სინამდვილეში, ზუსტად იმ პუტინის რიტორიკას იმეორებდნენ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოზე შეფასებებს აკეთებდნენ. აქ კარგად ჩანს მათი რეალური სახე", - განაცხადა ფრაქციის „ქართული ოცნება" თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, კომპენსაციების სახით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე ჩვენს მოქალაქეებს უკვე 2 მლნ. ევრო, 6 მლნ ლარზე მეტი აქვს გადახდილი, რაზეც მათ პასუხისმგებლობა არ აუღიათ. „ამ საკითხზე ჩვენ ვნახეთ მათი არასერიოზული და კომიკური დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება სინამდვილეში სტრასბურგის სასამართლოს მიმართ კი არ არის, არამედ არის ადამიანის უფლებების მიმართ, რომელიც მათ ჰქონდათ და სინამდვილეში როგორიც შერჩათ დღეს. ეს საქმეები მრავალზე მეტყველებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვდეს, ვიცოდეთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს ბევრად უფრო უკეთესი, ბევრად უფრო დემოკრატიული. ჩვენი მიზანი არის, რომ მიღწეულ შედეგზე არასდროს გავჩერდეთ, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა იმსახურებს მუდმივ სიფხიზლეს, მუდმივ მონიტორინგს, იმიტომ, რომ ხვალ ჩვენი შვილების უფლებები ბევრად უკეთ იყოს დაცული, ვიდრე ჩვენი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)