|
2020-06-08 15:51:24, 2393 ნახვა
რეგიონი
აჭარაში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება
აჭარაში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. აქტიურ ფაზაშია ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა. მიმდინარეობს ანგისის სპორტული ბაზის სამშენებლო სამუშაოები. ბათუმში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს სპორტული დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება. დასრულდა სკამების მონტაჟი. 3 400 მაყურებელზე გათვლილი, უნივერსალური სპორტული კომპლექსის ღირებულება 62 000 000 ლარია. პროექტი აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება და აერთიანებს სპორტის 12 სახეობას და 10 240 მ2 ფართობის დარბაზებს, რაც იძლევა შესაძლებლობას რეგიონმა უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპორტულ ჩემპიონატებს. აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული პროექტის, ანგისის ახალი სასპორტო ბაზის, მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ანისის სასპორტო ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დასრულებულია ორი მინდვრის მოწყობა. უკვე აშენდა 80 ბავშვზე გათვლილი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის კონსტრუქცია. მიმდინარეობს შიდა მოწყობის სარემონტო სამუშაოები. უახლოეს პერიოდში დაიწყება 2 დიდი სტანდარტული მოედნის მოწყობა ბუნებრივი და ხელოვნური მინდვრის საფარით. პროექტი 2500 ბავშვზეა გათვლილი. პროექტი კერძო ინვესტიციით ხორციელდება, დასაქმებულია 50 ადგილობრივი. სპორტული ბაზის პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია.
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)