|
2020-06-05 15:51:09, 2997 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის განცხადებით, სავარაუდოდ, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს. მისი თქმით, ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთანაც აქტიურად აწარმოებენ. „ახლა ძალიანა აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი, როგორც ჩანს იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქუთაისი და შემდეგ ბათუმი. ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ მეც, მთავრობაც, სულ უფრო და უფრო მეტს ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი. ის რაც ხდება ჩვენს რეგიონში, მეზობლებში, ბევრ ჩვენზე უფრო ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში, ეკონომიკის გახსნას როგორც კი იწყებენ, ინფიცირებულების რაოდენობა პროპორციულად ეზრდებათ. ჩვენი ყველას ამოცანა ერთად არის ძალიან გასაგები და გონივრული. ფრთხილად უნდა გავხსნათ იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც და ყველაფერი, ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)