|
2020-06-05 14:36:45, 3329 ნახვა
სამართალი
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებულს, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურამ განუცხადა. სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს, ქ.თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში ი.ა.-მ ძმის მეუღლეს გ.პ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც გ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ი.ა.-მ გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი წაუკიდა ავეჯს და სხვადასხვა ნივთებს, რამაც 8710,48 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია. სამართალდამცველებმა ი.ა. 2019 წლის 8 სექტებერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), 187-ე მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)