|
2020-06-04 15:08:02, 3097 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი - ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს
ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს თუ უბრალოდ, მოქალაქეს აქვს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშთან დაკავშრებით განაცხადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ეს ანგარიში კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორს, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. „დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ მნიშვნელოვანი ანგარიში. როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო ტრიბუნიდან დავპირდით საზოგადოებას, რომ, COVID-19-ის წინააღმდეგ, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დეტალურ ანგარიშს გავასაჯაროებდით და მივაწვდიდით. ეს არის მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილი. ჩვენ ძალიან ნ ბევრი ფორმატიდან - საპარლამენტო ტრიბუნიდან, საჯარო ბრიფინგებიდან და სხვა საჯარო ინფორმაციის წყაროებიდან მივაწოდეთ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, თუმცა ვთვლით, რომ ეს ანგარიში, კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, ნებისმიერ მოქალაქეს, სამოქალაქო სექტორს, რომელიც ამ პროცესებით იყვნენ დაინტერესებულები, რადგან დოკუმენტი არის კიდევ უფრო მეტად დეტალური, აღწერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მთელ პროცესს, მათ შორის აღწერს შეზღუდვების დაწესების ლოგიკას და მიზეზებს, რაც საზოგადოების ინტერესის საგანს წარმოადგენდა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას, რაზეც მთავრობა, ვირუსთან ბრძოლის პირველივე დღეებიდან, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მუშაობდა. „ამავდროულად, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ პროცესებში გარკვეული ხარვეზები იყო, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩავატაროთ კვლევა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც ამ ხარვეზებს დაგვანახებს და მომავალშიც მოგვცემს საშუალებას, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ. ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას - სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებს და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, რაზეც მთავრობა, ვირუსთან ბრძოლის პირველივე დღეებიდან, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 22 მაისის ჩათვლით მუშაობდა. მასში ქრონოლოგიურად არის აღწერილი მთავრობის მიერ პროცესის მართვის თითოეული ეტაპი და მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზები. დარწმუნებული ვართ, ანგარიში და მის საფუძველზე მომზადებული კვლევა (რაშიც პარტნიორებთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს) დაგვეხმარება ხარვეზების დანახვაში და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)