|
2020-06-03 12:19:48, 1373 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის აღდგენა-რეაბილიტაციას ასრულებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორია უმძიმეს მდგომარეობაში იყო, უახლოეს დღეებში კი ახლადრეაბილიტირებული პარკი გაიხსნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. „უახლოეს დღეებში ვარკეთილი 3-ში ახალ პარკს გავხსნით, რომელიც დაახლოებით, ორი ჰექტარია. ტერიტორია იყო გაპარტახებული, უმძიმეს მდგომარეობაში. იქ არ იდგა არანაირი ხე-მცენარე, თუმცა ძალიან კარგი სივრცე შეიქმნა, რომელიც ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია. მათ შორის, არის შადრევნები. ასევე, ძალიან ბევრი დასასვენებლი მწვანე სივრცეა მოწყობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის დახმარებით, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სასმელი წყლის შადრევანი და საჩრდილობლები; სრულად განახლდა გარე განათება, მოეწყო სარწყავი, სანიაღვრე და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; დამონტაჟდა სკამები და ურნები. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო შვედურ-ქართული მეგობრობის კუთხე და გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მშრალი ტიპის შადრევნის მოწყობის სამუშაოები სრულდება.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)