|
2020-06-03 10:16:23, 1317 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა - ტიკარაძე იმ როლშია ჩარჩენილი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმი იყო
„ბუნებრივია, ტიკარაძეს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მისვლის პასუხისმგებლობის შეგრძნება არ გააჩნია და წინანდელ როლშია ჩარჩენილი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმი იყო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ნორმალურ ქვეყნებში ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები სისტემატურად დადიოდნენ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. „ნორმალურ ქვეყნებში ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები სისტემატურად დადიოდნენ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში იმიტომ, რომ ესაა სწორედ ის ადგილი, სადაც საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს პასუხობენ მინისტრები. ბუნებრივია, ტიკარაძეს ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება არ გააჩნია და წინანდელ როლშია ჩარჩენილი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმი იყო“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ პარლამენტში კოვიდის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისა და 520-ე დადგენილების განხილვისთვის დაიბარეს. ერთი დღით ადრე კი მან დეპუტატებს მისწერა, რომ პარლამენტში არ მივიდოდა და მისვლის თარიღის გადავადება ივნისის ბოლომდე ითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)