|
2020-06-02 18:05:10, 1413 ნახვა
კომენტარი
საბა ბუაძე - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არის მედიის მოგუდვისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი
"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არის მედიის მოგუდვისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. მისი განცხადებით კრიზისის გამო მედია სულს ღაფავს და შემოსავლები უნახევრდება, გია ჟორჟოლიანმა კი მოიცალა და დაარეგისტრირა ინიციატივა, რომელიც საფრთხეს უქმნის მედია საშუალებების არსებობას. "მედია პირდაპირ არის დამოკიდებული სარეკლამო შემოსავლებზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ პოლიტიკური რეკლამიდან შემოდის. ეს ინიციატივა ხელისფულების ინტერესებში შედის, რომელიც ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ გააჩუმოს მისგან დამოუკიდებელი მედია საშუალებები. ქართულ ოცნებას დღეს ხელთ აქვს მედია, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები და ეს შავბნელი თამაში მხოლოდ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის და ოპოზიციის განეიტრალებას ისახავს მიზნად. მედია პლურალიზმის ხელშეწყობისთვის და მედია საშუალებების სტაბილურობისთვის ლელო გამოვიდა ინიციატივით, რომელიც მედიის სულ მცირე 3 წლით გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. მედია არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ხელისფულებამ უნდა მიიღს ყველა აუცილებელი ზომა, რათა მის დამოუკიდებლობას და არსებობას საფრთხე არ შეექმნას", - განაცხადა საბა ბუაძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)