|
2020-06-02 12:42:14, 1754 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს წინასაარჩევნო დროს, უბრალოდ არასწორია
„საუბარი, რომ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს წინასაარჩევნო დროს, უბრალოდ არასწორია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი რეკლამა აიკრძალება, ეს „ქართულ ოცნების“ უპირატესობას სხვებთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდის, რაც არასწორია. „ჩვენ გვაქვს გარემო, სადაც გვყავს მილიარდერი და გვყავს სახლემწიფო ადმინისტრაციული აპარატი, რომელიც ფულს ხარჯავს წინაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ ე.წ. საქმეების წარმოჩინებაზე. ამიტომ ახლა საუბარი, რომ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს წინასაარჩევნო დროს, უბრალოდ არასწორია, რადგან ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება მხოლოდ უპირატესობა სხვებთან შედარებით. ამიტომ ჩვენი მიდგომა არის ის, რომ პირიქით არასაარჩევნო დროსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა პოლიტიკურ ძალას, რომ თავისთვის მნიშვნელოვანი მესიჯები, გზავნილები მიიტანოს საზოგადოებამდე," - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი გია ჟორჟოლიანი გამოდის ინიციატივით, რომ წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აიკრძალოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)