|
2020-06-02 09:50:10, 1373 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ტელევიზიის შენობასთან, დირექტორის გადადგომის მოთხოვნით, პროტესტი მეხუთე დღეა გრძელდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტი, ალექსანდრე მილორავა უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს. ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაყენებას ითხოვს. „ფაქტობრივი მოცემულობა იძლევა იმის საფუძველს,, რომ უნდობლობა გამოეცხადოს მაუწყებლის დირექტორს. თანამშრომლების ის დევნა, რომელიც მათი კრიტიკული აზრის გამო გრძელდება დღემდე და არ უცანს პირი, რომ ეს შეწყდება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება“, - განაცხადა ასლან ჭანიძემ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელმა. მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ულტიმატუმის ვადა გუშინ 12 საათზე ამოიწურა. ულტიმატუმის ვადის ამოწურვისთანავე აქტივისტებმა აჭარის ტელევიზიის ბორდის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიმართეს.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)