|
2020-06-01 19:55:20, 1326 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ბავშვის უფლებათა კოდექსი გაგვიადვილებს ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევას
„სიღარიბე, მათ შორის, ბავშვთა სიღარიბე რჩება ერთ-ერთ გამოწვევად საქართველოსთვის და, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და კეთდება უკვე ამ მიმართულებით", -განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის" ეთერში. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტმა მიიღოს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელზეც საკანონმდებლო ორგანი მუშაობდა დიდხნის განმავლობაში. მისი ინფორმაციით, კოდწსის ამოქმედება დაწყებულია, თუმცა მთელი რიგი ნორმატიული აქტებია მისაღები მისი სრულად და საბოლოოდ ამოქმედებისთვის. „გარკვეული შეფერხება, რომელიც გვქონდა ამ კუთხით, გამოწვეული იყო პანდემიით. თუმცა პრობლემა მალე იქნება დაძლეული პანდემიის თვალსაზრისით და შესაძლებელი გახდება შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება. წლის ბოლოსთვის უკვე უნდა ამოქმედდეს ეს კოდექსი, რაც ძალიან ბევრ რაიმეს შეცვლის და ხდლისუფლებას გაგვიადვილებს იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც დაკავშირებულია ბავშვთა სიღარიბესთან", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)