|
2020-05-29 19:13:13, 1308 ნახვა
საზოგადოება
პლაქვენილის გამოყენება, COVID-19-ის მკურნალობის მიზნით, დროებით შეჩერდა
საქართველოში COVID-19-ის მკურნალობის მიზნით პლაქვენილის გამოყენება დროებით შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო, როგორც სოლიდარობის კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეყანა, „ჯანმო“-ს რეკომენდაციას იზიარებს და შესაბამისად პლაქვენილის გამოყენებას აჩერებს. „პლაქვენილის გამოყენება დროებით შეაჩერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი მტკიცებულებების გამოჩენის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს პლაქვენილის სარგებელს მასთან დაკავშირებულ რისკებთან შედარებით მისი გამოყენების შესახებ რეკომენდაცია ისევ გაიცეს, თუმცა ჯერჯერობით ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, პლაქვენილის გამოყენება საქართველოში ყოველთვის ხდებოდა გვერდით მოვლენებზე ძალიან ინტენსიური მონიტორინგს რეჟიმში. „ყველა პაციენტს, რომელმაც პლაქვენილი მიიღო ჰქონდა შესაფერისად კარგი გამოსავალი. ამ შემთხვევაში კლინიცისტები საუბრობენ დაავადების მიმდინარეობის შემოკლებაზე, პაციენტებს სერიოზული გვერდითი მოვლენები პლაქვენილის ფონზე არ ჰქონიათ, ამდენად გარკვეულად იმედგაცრუებაც კი გამოიწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებამ. მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება და რა დამატებითი საფუძველი გვექნება იმისთვის, რომ პლაქვენილი ან რომელიმე სხვა ეფექტური მედიკამენტი, რასაც დღეს სოლიდარობის კვლევის ფარგლებში შეისწავლიან, შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მკურნალობის ახალ გაიდლაინს სამინისტრო მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)