|
2020-05-29 15:03:22, 1722 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა გახარიას - ჩვენი ქვეყანა პრემიერად ჯალათს არ იმსახურებს - ვერასოდეს ჩამოირეცხავთ „თვალთხარია გახარიას“ სახელს
თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ ედუარდ შევარდნაძის დრო გამახსენა. როდესაც იმდენად შესისხლორცებული ჰქონდათ კორუფცია, რომ ამას კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდნენ და ეს გვითხარით გუშინ, თქვენ, რომ ის რაც საქართველოს კანონმდებლობით სამიდან ცხრა წლამდე ისჯება, თქვენ ქართულ ჯიგრულ პონტად დაახასიათეთ - ამის შესახებ, პარტია "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრმა, თუნა ბოკუჩავამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო შიმშილის ინდექსით პირველ ადგილზეა რეგიონში, ხოლო "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დროს ეკონომიკური ზრდა 8%-ს შეადგენდა. „მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა ჩვენ მიმართ, ამ დროშის, ამ გერბის მიმართ კი არ არის იმ ქვეყნის მიმართ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა და ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი და ვთვლი რომ არ იმსახურებს ამას ჩვენი ქვეყანა. ისინი კარგ დასავლურ მომავალს იმსახურებენ, ისინი თქვენ არ გიმსახურებენ. თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს რომელიც თქვენ მოგიძღვნეს. ასევე არ ისამხურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირად ღირებულ დაბურულ შუშიანი მანქანით გადაადგილებული პრემიერი ან მისი მთავრობის წევრები. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილით ინდექსით რეგიონში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს. ასევე არ ისმახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნად აქციოს ბატონმა ბიძინამ ჩვენი ქვეყანა და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ თქვენ და თქვენი მინისტრები საკუთარი თავის გამდიდრებისთვის. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას. როდესაც „ერთიან ნაციონალურ“ მოაძრაობაზე საუბრობთ ბატონო გიორგი და ჩვენს მმართველობაზე, გაიხსენეთ, რომ ჩვენს დროს 8%-მდე იყო ეკონომიკური ზრდა და ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი და დღეს 4%-მდეც არ არის ეკონომიკური ზრდა და სწორედ ახსენეს ეს, იმიტომ ხდება რომ ბიუჯეტს ხრავთ და სახლში მიგაქვთ ბიუჯეტი ამიტომ ხდება ეს. სოცდაუცველებად მოდიან ბიუროკრატები და მილიონრებად მიდიან. შეხედეთ თქვენ თავს სახლებს და შეხედეთ, როგორ ცხოვრობს დანარჩენი ყველა, როდესაც 69% მოსახლეობის ცხოვრობს სიღარიბეში. თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ ედუარდ შევარდნაძის დრო გამახსენა. როდესაც იმდენად შესისხლორცებული ჰქონდათ კორუფცია, რომ ამას კულტურულ მემკვიდრეოაბდ აღიარებდნენ და ეს გვითხარით გუშინ, თქვენ, რომ ის რაც საქართველოს კანონმდებლობით სამიდან ცხრა წლამდე ისჯება, თქვენ ქართულ ჯიგრულ პონტად დაახასიათეთ. ქართულ ჯიგრული პონტია ალბათ ისიც , რომ ტენდერებსაც სწორედ ის ჯიგრები იგებენ, რომელიც დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)