00:28 - 13 Aug, 2026
|
2020-05-29 13:45:14, 1333 ნახვა
საზოგადოება
პირველი მიკრორაიონის N14-21 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15-N21 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. აღნიშნულ პროექტს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბა“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 241 110 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)