|
2020-05-28 13:27:26, 1290 ნახვა
საზოგადოება
შემუშავდა სპეციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მშენებლობის დასრულების გარანტიას გულისხმობს
შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრის მიხედვით, თუ მშენებელი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობის 30%-ს ვერ გაყიდის თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს, რომელსაც დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში გამოიყენებს. „ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს იმისა, რომ როდესაც დეველოპერული სამშენებლო სექტორში კრიზისები ხდება ამ დროს პრობლემაა მიმდინარე მშენებლობის დასრულება. იზრდება დასრულების რისკები. ამ რისკების ზრდა ნიშნავს, რომ ამ სექტორში დასაქმებული ადaმიანები სამშენებლო კომპანიამ უნდა გაუშვას სამსახურიდან. ასევე ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები ვისაც შეძენილი აქვს უძრავი ქონება და მშენებლობის პროცესშია, ისინი დაკარგავენ იმ ფინანსურ რესურსს და თანხებს, რომელიც უკვე ამ ბინის შეძენისთვის გადაიხადეს. ჩვენ დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები და სახელმწიფო დღემდე მათზე ზრუნვას აგრძელებს. სწორედ იმისთვის, რომ მსგავსი რისკები მიმდინარე კრიზისის დროს მაქსიმალურად დავაზღვიოთ, შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამაა, რომელიც ეუბნება მშენებელს, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართების 30%-ს თქვენ ვერ გაყიდით თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს და რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ბინები გამოყენებული იქნება დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში. ეს არის ის გარანტია, რომელიც აძლევს საშუალებას ერთი მხრივ, ჩვენ მოქალაქეებს, რომ მათ შეუფეხებლად განახორციელონ მუშაობა და მეორე მხრივ, სექტორს იმის გარანტიას აძლევს, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს საპროექტო პროცესში სამშენებლო ფართების 30%-ის რეალიზაციას სახელმწიფოზე და შესაბამისად მას უადვილდება ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისათვის, რომ სექტორმა შეუფერხებლად გაააგრძელოს მუშაობა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)