|
2020-05-27 10:51:38, 14700 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, სამი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა სტაბილიზაცია ყოველდღიურად შეინიშნება. „დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩვენს ცენტრში 38 პაციენტი გვყავდა. აქედან 4 იყო შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევით გუშინ გამოირიცხა კორონავირუსის ინფექცია და დღეს კლინიკა ოთხივემ დატოვა. ამ ეტაპზე მხოლოდ 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. დილიდან შემოვიდა კიდევ ერთი გამოსაკვლევი შემთხვევა. პაციენტების სიმძიმის თანაფარდობა უცვლელი გვაქვს. კვლავ სამი მძიმე პაციენტია, მაგრამ მათთან მცირედი სტაბილიზაცია მიღებულია. ძირითადად საშუალო სიმძიმის პნევმონიით არიან პაციენტები და ასევე მსუბუქი პაციენტები პნევმონიის გარეშე. ჩვენ დაახლოებით ათი დღეა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით პაციენტი არ მიგვიღია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)