|
2020-05-24 19:01:20, 1338 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ოლადაურის მოსახლეობას ბაირამი მიულოცა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. სხვადასხვა საჭიროებების მქონე ოჯახებს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხარდაჭერით, პირველადი მოხმარების პროდუქტები მიუტანა და ჯანმრთელობა უსურვა. შუახევის მერმა, კარაპეტში რამდენიმე დღის წინ ქარის შედეგად დაზარალებული ნოდარ დავითაძის ოჯახიც მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. ,,დღეს რამდენიმე ოჯახს ვეწვიე, სასურსათო კალათები მივუტანე და რამაზან ბაირამის დღესასწაული მივულოცე. ადგილზე გავეცანი დავითაძეების ოჯახის მდგომარეობას, რომლებიც ძველ სახლში ცხოვრობენ და ძლიერმა ქარმა სახლის სახურავი ნაწილობრივ დაუზიანა. პირველ ეტაპზე, როგორც სტიქიით დაზარალებულებს უმოკლეს ვადებში დავეხმარებით. სამომავლოდ კი ახალი სახლის შესაძენად, მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნობრივი პროგრამიდან, ან სამასალე ხე-ტყის ფონდიდან გავუწევთ დახმარებას“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)