03:37 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 20:47:55, 1320 ნახვა

საზოგადოება
ინვესტორთა საბჭოსთან დისტანციური შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი სტანდარტების დანერგვის შესახებ ბიზნესთან განხილვები გრძელდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა ინვესტორთა საბჭოსთან დისტანციური შეხვედრა გამართეს.

შეხვედრისას განხილულ იქნა სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და მონიტორინგის პროცესი.

„სექტორული მიმართულებით განვიხილეთ რეკომენდაციები და ზედამხედველობის პროცესი,  გავცვალეთ პოზიციები არსებულ, უკვე დამტკიცებულ რეგულაციებზე და ასევე ახლად შემუშავებულ  პროექტებზე.  რეგულაციების მიღებამდე კერძო სექტორმა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რათა დამტკიცებული ნორმები მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის აღსრულებადი და უსაფრთხოების გარანტი გახდეს. მსგავსი ტიპის შეხვედრები კერძო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics