|
2020-05-22 17:28:46, 1463 ნახვა
საზოგადოება
თანდილაშვილი - ტყის კოდექსი ჩვენი ტერიტორიის 40%-ის, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების დაცვას ემსახურება
სიმბოლურია, რომ სწორედ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტყის კოდექსი ახალი კოდექსი ჩვენი ტერიტორიის 40%-ის, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების დაცვას ემსახურება. "მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობასა და ევროკავშირს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში იღებდა საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამინისტრო რეფორმების გატარების პროცესში, მხარდაჭერას იღებდა იმისათვის, რომ ისტორიული მნიშვნელობის კანონპროექტი მიგვეღო და ახალი ფურცლიდან დაგვეწყო ტყის სექტორის მდგრადი მართვა. ის მდიდარი ეკოსისტემა და ტყეები, რომელიც გვაქვს, საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, დაცვას, რისი გარანტიც სწორედ ახალი კანონი იქნება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს, რომლის პირადი ძალისხმევა გადამწყვეტი იყო. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კოდექსის შემუშავების პროცესში. ტყის კოდექსი არის ფუნდამენტი სატყეო სექტორის რეფორმის, ჩვენი ტყეების სწორი, მდგრადი მართვის”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც პარლამენტის წევრებს კანონპროექტის საინტერესო განხილვებისთვის, რომლებიც არაერთ კომიტეტში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრის მოადგილემ იმ ახალი პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო წელს დაიწყებს. „ეს გახლავთ კლიმატის მწვანე ფონდის საგრანტო მხარდაჭერა, რომელსაც, სავარაუდოდ, ივნისის თვეში მივიღებთ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით, ტყის სექტორის რეფორმა დაიწყება საქართველოს სამ რეგიონში - გურიაში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ეს იქნება სიკეთის მომტანი პირველ რიგში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ და, ამავე დროს, წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ტყის კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ევროკავშირის მხარდაჭერა ამ პროცესებში - მოგეხსენებათ, ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშში მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კოდექსის მიღების პროცესში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)