11:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-22 14:39:26, 1473 ნახვა

მსოფლიო
გერმანიამ, შესაძლოა, შენგენის ზონა დატოვოს

გერმანიამ, შესაძლოა, შენგენის ზონა დატოვოს.

ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა თომას დე მეზიერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ შენგენს და მოქალაქეების თავისუფალ გადადგილებას. თუმცა, თუ კანონს არავინ იცავს, შენგენი საფრთხეშია“, – განაცხადა დე მეზიერმა.

მისი თქმით, წელს გერმანიას თავშესაფრის თხოვნით 800 ათასმა ადამიანმა მიმართა, რაც სხვა ევროპულ ქვეყნებზე გაცილებით მეტია.

დე მეზიერმა ევროკავშირის ქვეყნებს მეტი მიგრანტის მიღებისკენ მოუწოდა.

წელს ევროკავშირში არალეგალურად 340 ათასი მიგრანტი შემოვიდა. ისინი საბერძნეთსა და იტალიაში ნავებით ჩადიან, ხოლო შემდეგ შენგენის ზონაში გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობენ და თავშესაფრის მიღებას ცდილობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics