|
2020-05-21 15:13:50, 992 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - საბანკო სექტორის, მთავრობის და ეროვნული ბანკის შეთავაზება, უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი შემსუბუქებაა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაც საბანკო სექტორმა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად გააკეთეს, არის უპრეცედენტო შეთავაზება და ძალიან მნიშვნელოვანი შემსუბუქება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს იყო, რა თქმა უნდა, განპირობებული Covid-19-ის შედეგებით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, შემდგომი 3 თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას, თავისუფლად ექნებათ საშუალება ასევე გამოიყენონ სესხის გადავადების პროგრამა. „თქვენ იცით, რომ 3 თვის განმავლობაში ყველას შეეძლო ესარგებლა სესხის გადავადებით და ამით ისარგებლა 600 000-ზე ცოტა მეტმა ადამიანმა, ხოლო შემდგომი 3 თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას, თავისუფლად ექნებათ საშუალება ასევე გამოიყენონ სესხის გადავადების პროგრამა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდება კაპიტალიზაციის გარეშე და შესაბამისად, ეს პროცენტი არ გახდება მათთვის ახალი ვალი, რა პროცენტსაც ისინი არ გადაიხდიან ამ პერიოდში. ასევე ამ შეთავაზების გამოყენება შეეძლება ყველა იმ მოქალაქეს და ფიზიკურ პირს რომელსაც შეუმცირდა შემოსავლები Covid-19-ის პანდემიის პირობებში," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)