13:27 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 10:28:34, 1043 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე - შეზღუდვები, რომლებიც შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, ამის შემოტანის უფლება საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობას არ უნდა ჰქონდეს

„შეზღუდვები, რომლებიც შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, ამის შემოტანის უფლება პარლამენტისა და საგანგებო მდგომარეობის გარეშე არ უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ აპირებს დღეს ამ საკითხის განხილვას დაესწროს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

„იმის გამო, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება იყოს განხილული, რაც უკავშირდება კორონავირუსის გამო არსებულ მდგომარეობას და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი არის შეზღუდვების შემოღების მცდელობა საგანგებო მდგომარეობის მიღმა, რასაც აპირებს დღეს ხელისუფლება. ჩვენ ვაპირებთ, რომ შევიდეთ და ამაზე ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან სახიფათო ქვეყნისთვის ზოგადად, გამომდინარე იქიდან რომ შეზღუდვები, რომლებიც შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, ამის შემოტანის უფლება პარლამენტისა და საგანგებო მდგომარეობის გარეშე არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხოლო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერასაც არ აპირებენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რატი იონათამიშვილი – ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდას ავრცელებს, რეალურად წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც კატასტროფული სიტუაცია იყო
ეკა კუპატაძე – ბრძოლის სერიოზული ეტაპი ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს, თუმცა მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ სამართალი აღდგა
კახა კახიშვილი - თითქმის მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, მეტი ეჭვი გააჩინა
ევროკავშირის წარმომადგენლობა - მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics