|
2020-05-21 10:14:50, 964 ნახვა
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ფერმერებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა გააცნეს
საქართველოს რეგიონებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ შეხვედრებს მართავენ. მორიგი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიმართა. ადგილობრივ ფერმერებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითრების სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ხუცაიძემ გააცნეს. მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა რგოლის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა თუ რამდენად პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ფერმერებისათვის. „სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა თითოეული ფერმერისთვის, მიიღოს მხარდაჭერა სახელმწიფოსგან და განავითაროს საკუთარი მეურნეობა“ -განაცხადა კონსტანტინე ხუცაიძემ ანტიკრიზისული გეგმით ფერმერს შესაძლებლობა აქვს 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერი 850-დან 1700 ლარამდე სარგებელი მიიღოს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)