|
2020-05-20 18:26:36, 21744 ნახვა
კულტურა
სეულში, მსოფლიოში უდიდესი ანომორფული ილუზიის ნიმუში შექმნეს (იხილეთ ვიდეო)
ეს ჰიპერრეალისტური ტალღები, აკვარიუმის კედლებს რომ ეხეთქება, სააგენტო D’strict-ის ციფრული ჯადოქრობაა, რომელსაც „Public Media Art #1 WAVE“ ჰქვია. ეს პროექციული უჩვეულო “აკვარიუმი” სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, Coex K-Pop-ის მოედანზე მდებარეობს და მსოფლიოს უდიდეს ანამორფულ ილუზიად მიიჩნევა, თუმცა ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ამ ტალღის ხმას გაიგებთ თუ მიმდებარე ტერიტორიაზე გაივლით. ციფრული ბილბორდი 80,1 მეტრი სიგანისა და 20,1 მეტრი სიგრძისაა. The Korea Herald-ის ცნობით, ის სეულის კალათბურთის მოედნის ზომას ოთხჯერ აღემატება. D’strict ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს. სტუდიამ გამოიყენა ანამორფული ილუზიის მეთოდების მთელი სერია, მასიური ტალღების ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად. ეფექტები მუშაობს იმგვარად, რომ განსაზღვრულია კადრის სიღრმე ხედვის კუთხეების მიხედვით.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)