05:51 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 14:47:31, 1294 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის კომიტეტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვის კომიტეტმა ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა.

კომიტეტზე ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით გავიდა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, სიცრუეა, რომ თითქოს ხელისუფლება საპატრიარქოს ტყეებს საარჩევნოდ გადასცემს.

მისი თქმით, აღნიშნულის მიზანი ტყის მოვლა და მომავალი თაობებისთვის შენახვაა.

ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკვე მესამედ ეხმიანება ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI]

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას. ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა; 2020 წლის 19 მარტს კანონპროექტს უკვე მეორე მოსმენით ეყარა კენჭი პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების მცდელობა პარლამენტს მიმდინარე წლის 16 აპრილსაც ჰქონდა, მაგრამ საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნა.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics