|
2015-08-21 14:31:50, 699 ნახვა
საზოგადოება
"დელტას" დირექტორი: კახეთში ჩამოყალიბებული მარცვლების ღრუბლები შემოვიდა და მათი დაშლა ამიტომ ვერ მოხერხდა
"დელტას" დირექტორი უჩა ძოძუაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობამ კახეთის ტერიტორიაზე წუხელ ვერ იმოქმედა. როგორც ძოძუაშვილმა აღნიშნა, კახეთის ტერიტორიაზე წუხელ ჩამოყალიბებული მარცვლების ღრუბლები შემოვიდა და მათი დაშლა შეუძლებელია. ამასთან, ძოძუაშვილის თქმით, რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი, ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა. მისივე მტკიცებით, სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობის მეშვეობით, კახეთის ტერიტორიაზე სეტყვა 30-ზე მეტჯერ აიცილეს თავიდან. " თითქმის 50 მილიმეტრიანი მარცვლები შემოვიდა კახეთის ტერიტორიაზე, მათი ფიზიკური დაშლა შეუძლებელია.თუმცა, ამ პროცესის შესარბილებლად ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ და მივაღწიეთ იმას, რომ არ მოხდა ზომაში ამ მარცვლების მნიშვნელოვანი ზრდა",-განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა. შეგახსენებთ, სტიქიამ კახეთის რამდენიმე რაიონი დააზარალა. ყვარელში სეტყვის შედეგად საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და მოსავალი განადგურდა. სეტყვას თან ძლიერი ქარიც დაერთო, რის გამოც სოფელ სანავარდოში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეებიც. სტიქიის შედეგად, ასევე დაზარალდა სოფელი ჯოყოლო. დაიხოცა შინაური ფრინველი და მოსავალი განადგურდა. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა მიმდინარე წელს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ" შექმნა. დანადგარმა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 80-90%-ით უნდა შეამციროს. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შექმნა კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში სეტყვისგან მიყენებული ზარალის შემცირებას ისახავს მიზნად. რადარი სოფელ ნუკრიანში, ჭოტორის მთაზეა განთავსებული, საიდანაც 83 საცეცხლე წერტილი იმართება.
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)