16:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 14:20:36, 1141 ნახვა

სამხედრო
ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 33 ოფიცერი შეემატა. უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა  მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აკადემიის პირადმა შემადგენლობამ და  მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
უწყების ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიმართეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და  ოფიცერთა კორპუსის განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი 29 კვირის განმავლობაში ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მიმდინარეობდა.  ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე  მსმენელებმა სტაჟირება საბრძოლო ქვედანაყოფებში გაიარეს.  კურსის მიზანს  ქვეითი ოცეულის მომზადება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, სამეთაურო უნარ-ჩვევების გამომუშავება და  საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების დაუფლება წარმოადგენდა.  კურსის ფარგლებში მსმენელებმა სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ. დღეიდან ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics