12:26 - 06 Aug, 2026
|
2020-05-19 15:08:42, 1455 ნახვა
პოლიტიკა
დევიდ მაკალისტერი - შეთანხმების ნაწილი არის შესრულებული, მაგრამ გიორგი რურუა, კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, კვლავ ციხეში რჩება
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი მიესალმება პრეზიდენტის მიერ პოლიტპატიმრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. მაკალისტერი აღნიშნავს, რომ ამით შეთანხმება ნაწილობრივ შესრულებულია, მაგრამ გიორგი რურუა, კიდევ ერთი პოლიტპატიმარი კვლავ ციხეში რჩება. „მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ეს არის 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტი. შეთანხმების ნაწილი არის შესრულებული, მაგრამ გიორგი რურუა, კიდევ ერთი პოლიტპატიმარი კვლავ ციხეში რჩება“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამეტნში განიხილეს ის, თუ რამდენად ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)