11:27 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 09:20:13, 1219 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს

ევროპარლამენტი დღეს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს.

ანგარიშში საუბარია იმის შესახებ თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას.

ანგარიშში ადგილს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმებული 8 მარტის შეთანხმებაც იკავებს.

ანგარიშის ავტორი, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ყველა მხარეს მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ შეთანხმება დროულად იქცეს კანონად.

გარდა ამისა, დოკუმენტში ევროპარლამენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო დროინდელი სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სასამართლოს დამოუკიდებლობის სტანდარტს პატივი სცეს, რისი ვალდებულებაც ასოცირების შეთანხმების მიხედვით ნაკისრი აქვს. ვწუხვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლო დროინდელი შერჩევის პროცედურა, სერიოზული ხარვეზებით განხორციელდა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics