|
2015-08-21 11:23:23, 780 ნახვა
ეკონომიკა
თბილისიდან კახეთში დამატებით ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გაიგზავნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებები განახორციელა როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებებს რამდენიმე რაიონში მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. მათივე ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება კახეთში უხვი ნალექის მოსვლის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, კახეთის ყველა სამაშველო განყოფილება თბილისიდან დამატებით გაგზავნილი ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ყვარლის რაიონში მოსულმა უხვმა ნალექმა, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ავტომობილები და სახლების სახურავები დააზიანა, ლაგოდეხის რაიონში საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა, ახმეტის რაიონში კი ჩამოწოლილი მეწყერის გამო გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველ-მეხანძრეები და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები გზის გაწმენდით და დატბორილი სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)