|
2020-05-18 11:06:44, 1000 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში საგაზაფხულო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქედის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან გორგილაძესთან ერთად ქედაში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მთავრობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად თითოეულ გლეხს, ფერმერს ეძლევა საშუალება ისარგებლოს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამით. გარდა ამისა, აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლება. მთავრობის მეთაურმა ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერა. დაბა ქედაში, მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება. პროექტების დასრულების შემდეგ დაბა ქედის მიმდებარე ტერიტორიები დაცული იქნება წყალმოვარდნისგან. ქედაში განახლდა სოციალური სახლის მშენებლობაც. სოციალური სახლი სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის შენდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)