|
2015-08-21 10:04:17, 760 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი120 აბი ამოიღო
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ოსმან ა. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, 0,9 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის მარილის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „დოლადამონი“ და 3,6 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფსევდოეფედრინის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „სუდაფედი“ ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს აღნიშნული 120 აბი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)