|
2020-05-17 12:21:23, 1523 ნახვა
საზოგადოება
გერმანიის ელჩმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და რეგიონულ სატყეო სამსახურებს დამცავი აღჭურვილობა გადასცა
გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სატყეო სამსახურებს დამცავი აღჭურვილობა გადასცა. დამცავ აღჭურვილობაში შედის დეზინფექციის ბარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები და პირბადეები. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში პანდემიით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის, გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა. „სამინისტროს სახელით, პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, მათ წარმომადგენლობას - საელჩოს და ჩვენ მუდმივ პარტნიორს - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთან ერთადაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ“, - განაცხადა იური ნოზაძემ. საქართველოსთან გერმანიას მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა. „ჩვენი თანამშრომლობა წლებია გრძელდება. ეს გრძელვადიანი პროექტია. ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს პარტნიორები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გარემოს დაცვა უმნიშვნელოვანესია”, - განაცხადა ელჩმა. აღჭურვილობა პარტნიორ საქვეუწყებო დაწესებულებებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ეკოსერვის“ ფარგლებში გადაეცათ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)