07:30 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 16:02:24, 1484 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე 65-მეტრიანი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩა N131-დან N141-ის ჩათვლით გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 65 მ სიგრძისა და 8-10 მ სიმაღლის საყრდენი კედელი შენდება. ასევე, ლითონის დამცავი მოაჯირი დამონტაჟდება, კედლის ზედა მხარეს კი, საცალფეხო ბილიკი მოეწყობა.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„ამ ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემები გვქონდა, მოსახლეობას ექმნებოდა საფრთხე. პერმანენტულად ხდებოდა მიწის ჩამოშლა. საყრდენი კედლის მშენებლობით თავიდან ავიცილებთ შემდგომში გრუნტის ჩამოშლის საშიშროებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქ ცხოვრება საფრთხისშემცველი აღარ იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

პროექტის ღირებულება 184 382 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics