07:30 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 13:17:11, 1472 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მშენებლობა დასრულდა

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რაიონში გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მშენებლობა დასრულდა.

სამუშაოები განხორციელდა:

  • ოქროყანაში, ი. ჭავჭავაძის ქუჩა N16-ში;
  • გ. რჩეულიშვილის ქ. N37-ში;
  • ი. გოგებაშვილის ქ. N16-ში;
  • რ. ჯაფარიძის ქუჩა N 8-ში; 

საყრდენი კედლების მოწყობით სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნა, რომელსაც შესაძლოა, მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლებიც დაეზიანებინა.

სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 294 ლარი გამოიყო.

წლის განმავლობაში, მთაწმინდის რაიონის გამგეობა მსგავს პროექტებს კიდევ განახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics