|
2020-05-15 12:47:54, 1380 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირი, FAO და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერთა მხარდასაჭერად 3.2 მილიონი ლარის მოცულობის საგრანტო პროგრამას იწყებენ
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის დარგის და ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად, ევროკავშირმა (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით დაფინანსების მექანიზმი - საგრანტო თანადაფინანსების პროგრამა შეიმუშავეს. ფერმერებსა და მცირე მეწარმეებს თანამედროვე საირიგაციო სისტემების შეძენისა და დამონტაჟებისთვის შესაძლებლობა ექნებათ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება მიიღონ. საგრანტო პროგრამისთვის, საერთო ჯამში 3.2 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული პროგრამა ნაწილია ევროკავშირის ფართომასშტაბიანი საგრანტო ინიციატივისა, რომლის საერთო ღირებულება 19 მილიონ ლარს აღემატება. საგრანტო თანადაფინანსების მისაღებად, მსურველებს განაცხადის შეტანა 30 ივნისამდე შეეძლებათ. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვთ ბოსტნეულისა და კენკრის მწარმოებლებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, 22 მუნიციპალიტეტში: ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი, წალკა, დმანისი, გარდაბანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ყაზბეგი, დუშეთი, ქედა, ხელვაჩაური, ხულო და შუახევი საქმიანობენ. საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ბენეფიციარს, საირიგაციო სისტემის შეძენისა და მონტაჟის სრული ღირებულების 75% (არაუმეტეს 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) დაუფინანსდება.
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)