|
2020-05-14 10:56:43, 11064 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკას ერთი ახალი პაციენტი ცხინვალიდან დაემატა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა
ბოჭორიშვილის კლინიკას ერთი ახალი პაციენტი ცხინვალიდან დაემატა, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. „ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 55 პაციენტი. აქედან „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დადასტურებულო აქვს 45 პირს. 18 წლამდე ასაკის პაციენტია შვიდი. კლინიკაში გვაქვს ხუთი გამოჯანმრთელება, სამი მოზრდილი და ორი მოზარდი. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც გადმოყვანილია მცხეთის საავადმყოფოდან დადასტურებული დიაგნოზით. ახალი პაციენტი მკურნალობდა მცხეთის საავადმყოფოში, თანამშრომელი არ არის. როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან, მამაკაცია 60 წელს ზემოთ ასაკის. მდგომარეობა საყურადღებოა და მიმდინარეობს გამოკვლევები, ასევე მკურნალობა. საყურადღებოა კიდევ ოთხი პაციენტის მდგომარეობაც. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობის სიმძიმე საშუალოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)