|
2020-05-13 10:59:46, 5769 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 2 ახალი პაციენტია მოთავსებული, 5 გამოჯანმრთელებული კი კლინიკიდან გაეწერა
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში თეთრიწყაროდან და ბოლნისიდან ორი ახალი პაციენტია მოთავსებული. მისი თქმით, საავადმყოფოდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია. „დილის მდგომარეობით, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 63 პაციენტი. აქედან Covid-19-ით დადასტურებული არის 54 პაციენტი. გუშინ დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა, ორივე არის ცნობილი კლასტერებიდან. ერთი არის თეთრიწყაროს ექთანი, მეორე ბოლნისიდანაა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 9. გვყავს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი, აქედან ერთი არის 6 წლის მოზარდი. გვაქვს 6 საყურადღებო შემთხვევა. მძიმე პაციენტი არ გვყავს. რაც შეეხება იმ პაციენტს, რომელიც მკურნალობდა სხვა კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით და გაწერიდან რამდენიმე დღეში PCR ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და გამოხატულია ორმხრივი პნევმონია კომპიუტერულ ტომოგრაფიურ სურათზე, მიმდინარეობს მკურნალობა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)