|
2020-05-12 20:04:16, 2000 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გაეცნო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობთ, აჭარის ყველა მუნიცპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ. ,,საქართველოს მთავრობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად თითოეულ გლეხს, ფერმერს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა. აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში ყველა მუნიცპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება ფაქტობრივად უფასოდ შეეძლებათ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალსოფელის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის'' ფარგლებში წარმოებული ჩითილები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს უსასყიდლოდ დაურიგდება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აქტიურად მიმდინარეობს ჩითილების გამოყვანა, რაც დაურიგდებათ ფერმერებს, გლეხებს და ისინი შეძლებენ მაქსიმალურად განავითარონ ადგილობრივი წარმოება. აჭარის ფერმერთა საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, სარგავი და საჩითილე მასალა უზრუნველყოფს უხვი და ხარისხიანი მასალის მიღებას. ჩითილები ფერმერებს უსასყიდლოდ გადაეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)