05:27 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 10:00:33, 1190 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულანტი, თუმცა არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები

„საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულანტი, ძალიან ბევრი პოლიტიკური მორადიორი, თუმცა არა ჰყავს პოლიტიკური პატიმრები“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმებაში ნათლად არის ასახული, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირება.

„ამ შეხვედრებზე ოპოზიცია სვამდა ბუნებრივია პატიმრების საკითხს, თუმცა ჩვენი მხრიდან ოთხივე შემთხვევაში მკაფიო პასუხი გაიცა ამ თემასთან დაკავშირებით. კერძოდ, ჩვენი პასუხის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ვერავითარი პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების თემა ვერ გახდებოდა სასამართლოზე ზეწოლა, პროკურატურაზე ზეწოლა და პრეზიდენტისთვის რაიმე ტიპის დავალების მიცემა, რაც არის აბსურდი.

საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულანტი, ძალიან ბევრი პოლიტიკური მორადიორი, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები.

ყველაფერი ნათლად არის ასახული შეთანხმებაში, რომელიც არის ლაკონური და რომელიც აცხადებს იმას, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics