|
2020-05-11 12:12:35, 11953 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ჰყავთ, რეანიმაციაში რჩება 3 პირი
თსსუ-სპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა კლინიკაში ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ჰყოლიათ. მისი თქმით, მათ კლინიკაში სულ 68 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც 52 კოვიდინფიცირებულია. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 68 პაციენტი, საიდანაც კოვიდინფიცირებულია 52 პაციენტი. დინამიკა მკვეთრად მიდის კლებისკენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 9 გამოჯანმრთელებული. ახალი შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღეა არ მიგვიღია. რეანიმაციაში გვყავს 3 პაციენტი. აქედან 1 სპონტანურ სუნთქვაზე და 2 გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა დადებითი დინამიკით. არცერთთან კოვიდინფექცია არ დასტურდება. განყოფილებაში არსებული ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით ტესტირების შედეგებს. დაახლოებით, დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხები და კიდევ დატოვებს რამდენიმე პაციენტი კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)